Загрузка...

1. ვერძი – სპონტანურობა გჩვევიათ, მაგრამ თებერვალი ის თვეა, როცა სპონტანური გადაწყვეტილებები წარმატებას ვერ მოგიტანთ. იყავით უფრო მომთმენები, სანამ კონკრეტულ ნაბიჯს გადადგამთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. გამოიჩინეთ უფრო მეტი ორგანიზებულობა. მხოლოდ იმ ვერძებს გაუმართლებთ თებერვალში, რომლებიც წესებს მიჰყვებიან და ქაოსს თავს აარიდებენ.

Загрузка...


2. კურო – დაიწყეთ საქმე, რომლის გაკეთებაც დიდი ხანია გინდათ. ის აუცილებლად მოგიტანთ წარმაებას. იყავით უფრო მეტად აქტიურები. შესაძლოა, ოჯახურ ურთიერთობებში შეგექმნათ პრობლემები, მაგრამ ეცადეთ ემოციური მდგრადობის შენარჩუნებას. დეპრესიის დრო ახლა არ გაქვთ.

3. ტყუპები – უფრო მეტი დრო დაუთმეთ ოჯახს, საყვარელ ადამიანს. კარგი იქნება, თუ კარიერაში მცირე პაუზას აიღებთ და მთელ ენერგიას საყვარელ ადამიანებს მოახმართ. ეს თქვენც გჭირდებათ და თქვენთვის ძვირფას ადამიანებსაც. შედეგად პოზიტივით დაიმუხტებით და სამომავლოდ უფრო ნაყოფიერად შეძლებთ მუშაობას. შესაძლოა, წარსულიდან ისეთმა ადამიანებმა შეგახსენონ თავი, რომლებმაც ტკივილი მოგაყენეს. არ შემოუშვათ ისინი თქვენს ახალ ცხოვრებაში.

4. კირჩხიბი – შესანიშნავი დროა მოგზაურობისთვის და ურთიერთობების მოგვარებისთვის. თებერვალში ისეთი რამ მოხდება თქვენს ცხოვრებაში, რაც დაგანახებთ, თუ რა გინდათ რეალურად სასიყვარულო ურთიერთობისგან, რას ეძებთ. ყველაფერი უფრო მკაფიო და ნათელი გახდება. იგრძნობთ უფრო მეტ თავდაჯერებულობას და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებას უფრო მარტივად შეძლებთ. განაგრძე კითხვა

Загрузка...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here