Загрузка...

თუ შემ­თხვე­ვით იგ­რძე­ნით, რომ გა­რე­ცხილ სა­რე­ცხს არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი სდის, თუმ­ცა ეს ფხვნი­ლის გავ­ლე­ნა არ არის და ასე­ვე შე­ამ­ჩნი­ეთ, რომ სა­რე­ცხის მან­ქა­ნის კა­რის დამ­ლუქ­ველ რე­ზი­ნას შავი წერ­ტი­ლე­ბი გა­უჩ­ნდა, იცო­დეთ რომ ეს არის შავი სოკო, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს რო­გორც ადა­მი­ა­ნებ­ში, ასე­ვე ცხო­ვე­ლებ­ში.

შავი სოკო ძი­რი­თა­დად ჩნდე­ბა იქ, სა­დაც მის­თვის ყვე­ლა­ზე ხელ­საყ­რე­ლი პი­რო­ბე­ბია: მა­ღა­ლი ტე­ნი­ა­ნო­ბა და სით­ბო. სა­პირ­ფა­რე­შო კი ერთ-ერთი იდე­ა­ლუ­რი ად­გი­ლია მათი წარ­მო­შო­ბის­თვის, შემ­დეგ კი ჰა­ე­რის მეშ­ვე­ო­ბით მისი სპო­რე­ბი ად­ვი­ლად გა­და­ად­გილ­დე­ბა სხვა­დას­ხვა საგ­ნის ზე­და­პირ­ზე და უკვე ად­ვი­ლი მი­სახ­ვედ­რია, რამ­ხე­ლა რის­კია, და­ვინ­ფი­ცირ­დეთ.

Загрузка...

სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში მათი გა­ჩე­ნის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზია სა­რე­ცხის სი­სი­ტე­მა­ტი­უ­რი რე­ცხვა 30-40° C ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა და ის ფაქ­ტი, რომ ამ დროს სა­რე­ცხი მან­ქა­ნის ავზი ბო­ლომ­დე წყლით არ ივ­სე­ბა, სწო­რედ ხელ­საყ­რელ გა­რე­მოს იძ­ლე­ვა გან­ვი­თარ­დეს სო­კო­ე­ბის მთე­ლი კო­ლო­ნია. გარ­და ამი­სა, სო­კო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთ მი­ზე­ზია სა­რე­ცხი მან­ქა­ნის არას­წო­რად მოვ­ლა.

რო­გორ გავ­წმინ­დოთ სა­რე­ცხის მან­ქა­ნა ობის­გან?

ამი­სათ­ვის დაგ­ჭირ­დე­ბათ: ქლო­რი (სი­თხე), საწ­მენ­დი ღრუ­ბე­ლი ან ხელ­სა­ხო­ცი (რო­მელ­საც შემ­დეგ გა­და­აგ­დებთ), რე­ზი­ნის ხელ­თათ­მა­ნე­ბი და 25 გრ ლი­მონმჟა­ვა.

1. პირ­ველ ეტაპ­ზე უმ­ჯო­ბე­სია ქა­ღალ­დის მშრა­ლი ხელ­სა­ხო­ცით (“სალ­ფეთ­ქი”) ან ღრუბ­ლით გაწ­მინ­დოთ სა­რე­ცხის მან­ქა­ნის შიგ­ნი­თა გან­ყო­ფი­ლე­ბა.

2. მე­ო­რე ეტაპ­ზე კი ქლო­რი­ა­ნი სი­თხე ე.წ. ბა­რა­ბა­ნის რე­ზი­ნის მთელს ზე­და­პირ­ზე და­ას­ხით, რო­მე­ლიც თვი­თონ გა­და­ნა­წილ­დე­ბა მის შიგ­ნით.

3. და­ხუ­რეთ სა­რე­ცხის მან­ქა­ნის კარი და და­ტო­ვეთ ასე 2 სა­ა­თის მან­ძილ­ზე.

4. 2 სა­ა­თის შემ­დეგ ჩარ­თეთ მან­ქა­ნა გავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე.

5. გავ­ლე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ფხვნი­ლის უჯ­რა­ში ჩა­ას­ხით 25 გრ ლი­მონმჟა­ვა და ჩარ­თეთ ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­ცხვის რე­ჟი­მი.

ამ პრო­ცე­დუ­რის შემ­დეგ თქვე­ნი მან­ქა­ნა იბრწყი­ნებს. გა­ი­მე­ო­რეთ იგი­ვე 2-3 თვე­ში ერთხელ და სა­ფუძ­ვლი­ა­ნად გა­ნად­გურ­დე­ბა სოკო და მისი სპო­რე­ბი თქვენს მან­ქა­ნა­ში. არ და­გა­ვი­წყდეთ, რომ პრე­ვენ­ცი­უ­ლი მოვ­ლა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ახან­გრძლი­ვებს თქვე­ნი მან­ქა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას, პირ­ველ რიგ­ში კი თქვენს ჯან­მრთე­ლო­ბას.

რო­გორ გავ­წმინ­დოთ სა­რე­ცხის მან­ქა­ნა ნა­დე­ბის­გან?

იმი­სათ­ვის, რომ მწყობ­რი­დან არ გა­მო­ვი­დეს, სა­რე­ცხ მან­ქა­ნას პე­რი­ო­დუ­ლი წმენ­და სჭირ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით ყუ­რადსა­ღე­ბია რე­გი­ო­ნებ­სა და რა­ი­ო­ნებ­ში მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის, იქ, სა­დაც მძი­მე და ხის­ტი წყა­ლია, რო­მელ­საც ად­ვი­ლად შე­უძ­ლია და­ა­ზი­ა­ნოს სა­რე­ცხი მან­ქა­ნა, მი­უ­ხე­და­ვად მას­ში არ­სე­ბუ­ლი ფილტრი­სა.

ქი­მი­უ­რი და­ნა­მა­ტე­ბი წმენ­დს სა­რე­ცხის მან­ქა­ნის ფილტრსა და ე.წ. “სპი­რალს”, თუმ­ცა ისი­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მი არაა ყვე­ლა მომ­ხმა­რე­ბე­ლის­თვის და ზოგ შემ­თხვე­ვა­ში არ შვე­ლის უკვე გა­ფუ­ჭებლ საქ­მეს. წარ­მო­სად­გე­ნად ძა­ლი­ან ძნე­ლია სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში გა­რე­ცხი­ლი თქვე­ნი შვი­ლის ტან­საც­მელ­ზე რო­გორ გა­და­დის უხი­ლა­ვად ნა­დე­ბი და სო­კოს გა­მომ­წვე­ვი მრა­ვა­ლი ბაქ­ტე­რია. სწო­რედ ამ მიზ­ნით გთა­ვა­ზობთ ნა­დე­ბი­სა და ზო­გა­დად მიკ­რო­ბე­ბის­გან გაწ­მენდვის ერთ მე­ტად მარ­ტივ ხერ­ხს.

ამ მე­ტად უსაფრ­თხო და მარ­ტი­ვი გზის მეშ­ვე­ო­ბით, თქვენ სა­მუ­და­მოდ და­ი­ვი­წყებთ ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ პრობ­ლე­მებ­სა და სა­რე­ცხის მან­ქა­ნის გა­ფუ­ჭე­ბა­ზე ფიქ­რს. უბ­რა­ლოდ ნე­ბის­მსი­ერ სურ­სათ­ში შე­ი­ძი­ნეთ ლი­მონმჟა­ვა, რომ­ლის 60 გრამს გა­მო­ი­ყე­ნებთ 4 კგ-იან სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ზე, ხოლო 6 კი­ლოგ­რა­მი­ან მან­ქა­ნა­ზე კი 100 გრამს. ჩა­ყა­რეთ ლი­მონმჟა­ვას ფხვნი­ლი სა­რე­ცხი სა­შუ­ა­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნილ უჯ­რა­ში და ჩარ­თეთ მან­ქა­ნა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე – ბამ­ბე­უ­ლის რე­ცხვის რე­ჟიმ­ზე.

ად­ვი­ლად რომ წარ­მო­იდ­გი­ნოთ თუ რო­გორ სუფ­თავ­დე­ბა ამ დროს თქვე­ნი სა­რე­ცხის მან­ქა­ნა, აი­ღეთ ჩა­ი­და­ნი, სა­დაც წარ­მოქ­მნი­ლია ნა­დე­ბი, ჩა­ყა­რეთ 1.5 კოვ­ზი ლი­მონმჟა­ვას ფხვნი­ლი, და­ას­ხით წყა­ლი და წა­მო­ა­დუ­ღეთ, შე­დე­გი ნამ­დვი­ლად გა­გა­ო­ცებთ.

მსგავ­სი მე­თო­დით შე­გიძ­ლი­ათ წე­ლი­წად­ში სამ­ჯერ გაწ­მინ­დოთ თქვე­ნი მან­ქა­ნა, ხოლო თუ მძი­მე და ხისტ წყალს იყე­ნებთ, შე­გიძ­ლი­ათ ოთხჯე­რაც. ცდად ნამ­დვი­ლად ღირს, არ ინა­ნებთ!

Загрузка...

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here